პროლოგი: ეს ჩემი გულიდან წამოსული სიტყვებია. დაწერილია მესამე პირში,რადგან შევეცადე შორიდან შემეხედა საკუთარი თავისთვის. სინამდვილეში ამ ყველაფერს კონკურსისთვის არ ვწერ.უბრალოდ გადავხედე ჩემს განვლილ ცხოვრებას და გაცვეთილი ფრაზების და შეფასებების გარეშე შევეცადე გადმომეცა თუ
რას ნიშნავს ჩემთვის SISEL-ი?
წლების წინ ერთი თელაველი მოსწავლე გოგონა, რომელსაც დედა საავადმყოფოში უწევს, გადაწყვეტს, რომ თავის ცხოვრებაში პირველი-ბოტანიკის გამოცდა დედის დაუხმარებლად ფრიადზე ჩააბაროს და დედა გაახაროს. მას ეს გამოუვა და მასზე ბედნიერი არავინაა.
დედა კი ეუბნება:-თუ გინდა მართლა ეზიარო ბუნების საიდუმლოს, აი ეს წიგნი უნდა წაიკითხო. აძლევს საბავშვო ენციკლოპედიის IVტომს, რომელიც მისი უსაყვარლესი დამრიგებელი ხდება.
სახლი სავსე აქვს მწერებიანი სპირტიანი სინჯარებით,კოლბებით,პეპლებით, ჰერბარიუმებით.კვეთს ბაყაყებს და ნათხოვარ მიკროსკოპში აკვირდება უჯრედებს. მონაწილეობას იღებს შემოქმედებით კონკურსებში თემებით: >>სამკურნალო მცენარეები , ველური საკვები მცენარეები, სამღებრო მცენარეები, მიკროელემენტების გავლენა ვაზის დაფესვიანებასა და ზრდაზე<< ა.შ.
და როდესაც ამ ნამუშევრებით ზედიზედ 6 წლის განმავლობაში საქართველოს 2000 მოსწავლიდან საუკეთესო ათეულში ხვდება პირველი ხარისხის დიპლომებით, იღებს მტკიცე გადაწყვეტილებას რომ გახდეს მეცნიერი- ბიოქიმიკოსი. მას შემდეგ კი რაც წაიკითხავს დიდი ნიკო კეცხოველის წიგნებს, საბოლოოდ გადაწყვეტს გახდეს არა უბრალოდ მეცნიერი,არამედ დიდი მეცნიერი და ეჭვიც არ ეპარება იმაში, რომ სწორედ ის ამოხსნის იმ მცენარეული საღებავების საიდუმლოს, რითაც დაწერილია ქართული ფრესკები....
გოგონა ოქროს მედალზე ამთავრებს სკოლას და ოცნებობს გახდეს ნიკო კეცხოველის საყვარელი მოწაფე. მას კი მათემატიკოსი მშობლები უცხადებენ, რომ ის უნდა გახდეს არა ბიოლოგი, არამედ მათემატიკოსი(!!!).......ასე იმარხება მისი ოცნება და გოგონა გახდება წითელდიპლომიანი მათემატიკოსი, რომელსაც მათემატიკა საშინლად არ უყვარს.
გადის წლები. ვერც ოჯახი, ვერც შვილები, ვერც ხატვა, ვერც ფილატელისტობა, ვერც ულამაზესი ტორტების ცხობა, ვერც ეროვნული მოძრაობის ლიდერობა, ვერც ათასგვარი კონკურსები და გატაცებები, ვერაფერი ვერ უცვლის იმ უძლიერეს მისწრაფებას, რომ გააკეთოს რაღაც ნამდვილი. ისეთი, რომელიც შეცვლის სამყაროს, ხალხის ცნობიერებას და დარჩება ადამიანთა გულებში.
გადის დრო და 1996 წელს მისი ცხოვრების ყველაზე ტრაგიკულ და მძიმე პერიოდში ის სადღაც რუსეთში, როსტოვის ბაზრობაზე 42 გრადუსიან სიცხეში გამყიდველად მდგარი ხვდება ადამიანებს, რომლებიც ეპატიჟებიან რაღაც კომპანიაში და რადიკალურად ცვლიან მის ცხოვრებას.პრეზენტაციის პირველივე 15 წუთში ის ხვდება, რომ იპოვა თავისი ცხოვრების საქმე! მას სთავაზობენ ქსელურ ბიზნესს, რომელიც არ არის საქართველოში. მას კი ასე იზიდავს სიახლეები და სიძნელეები.
და რაც მთავარია: ეს არის შანსი გააცოცხლოს დაკარგული ოცნება!!!
ის იწყებს სწავლას. მეასედ კითხულობს ორად-ორ ჟურნალს. ფეხით დადის თბილისის ქუჩებში.არ აქვს ფული.არ აქვს ტელეფონი. თავზე აყრია ოჯახური პრობლემები და პიროვნული კომპლექსები. ჩადის თელავში,სადაც არავის არაფერი სჯერა. სამაგიეროდ მას სჯერა და დარწმუნებულია საკუთარ წარმატებაში ......და ის სწორედაც თელავში 1997 წლის 20 მარტს იღებს თავის პირველ , 613 $-იან შეკვეთას !
გადის დრო. იზრდება როგორც პროფესიონალი,მაგრამ მაინც არ ტოვებს უკმარისობის გრძნობა, რომ ,,ეს- ის არ არის,,. იწყებს ამ რაღაცის სხვა კომპანიებში ძებნას. პიროვნულ ზრდას ყველგან იღებს, მაგრამ ,,იმ რაღაცას,,-ვერსად.
აი ასეთი ,, უდაბნოში ხეტიალი ,, და ......უცებ მზის ამოსვლა-ის ხვდება კომპანია SISEL-ს.
კომპანიას , რომლის მსგავსიც ჯერ არ ყოფილა ქსელური მარკეტინგის ისტორიაში. მიზეზი-არ ყოფილა ისეთი დამაარსებელი, როგორიცაა ამ ინდუსტრიის ლეგენდად აღიარებული ადამიანი-ტომ მაუერი. დგება დრო, როცა პირადად შეხვდება ამ დიდ პიროვნებას და უსვამს შეკითხვას:
- მისტერ ტომ რა არის თქვენი ცხოვრების მიზანი? და ტომი პასუხობს:
“ გაგიკვირდებათ და მე კიდევ მაქვს მიზანები, მაგრამ ყოველ შემთხვევაში გამდიდრება არა. მე უკვე მდიდარი ვარ, ისეთი მდიდარი, თქვენ შეიძლება წარმოდგენაც კი გაგიჭირდეთ. მე შევქმენი პროდუქცია, რომელიც უკვე შეფასდა,როგორც რევოლუციური გარღვევა მეცნიერებაში და რომლის მსგავსიც მანამდე არ შეუქმნია არავის. ჩემი სინდისი როგორც მეცნიერის და როგორც მოქალაქის აბსოლიტურად სუფთაა. როდესაც მე ნიუვეისი გავყიდე, ჩემებმა მითხრეს: ტომ ახლა უკვე შეგიძლია ფეხი ფეხზე გადაიდო და რაც გინდა ის აკეთოო. და მე სწორედაც იმას ვაკეთებ რაც მინდა და დღეს თქვენთან ვარ. მე ჩემს ორ შვილთან ერთად ვასრულებ მაუერების მისიას. გახდით ამ მისიის ნაწილი“
...ამ სიტყვების შემდეგ ის მიხვდა რომ ძებნა დამთავრდა. რომ ყველაფერი დალაგდა მის თავში. სწორედაც იქ არის, სადაც ყოველთვის უნდოდა რომ ყოფილიყო, იმას აკეთებს, რასაც მთელი ცხოვრება ეძებდა. დღეს ის ამაყია, რადგან მტკიცედ სწამს, რომ ვერავითარი ფინანსები და საზოგადოებრივი მდგომარეობა ვერ შეუცვლის იმ შეგრძნებას, რომ მან არა მარტო აიხდინა ბავშვობის ოცნება, არამედ გახდა იმ უკეთილშობილესი ზოგადსაკაცობრიო ღირებულების განუყოფელი ნაწილი, რომელსაც მაუერების მისია ჰქვია!